10:06 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1104)
40 0 0

ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – გადმორიცხული თანხის მოცულობამ 39,08 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ფულადი გადარიცხვების 19,36%-ს შეადგენს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2021 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 19,3%-ით გაიზარდა და 201,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.

ივნისში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 39,08 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,36%-ია. 2021 წლის ივნისში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 19,98%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.

რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვრიდან პირველობა იტალიას რამდენჯერმე დაუთმო.

2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 32,7 მლნ აშშ დოლარით (19.3%) მეტი იყო 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26,5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20,8%-ით მეტია.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1104)

მთავარი თემები