05:54 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (166)
38 0 0

უწყების მიერ წლის პირველ ნახევარში გამოვლენილი 4.175 სამართალდარღვევიდან 223 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეკოლოგიური სამართალდარღვევის 4.175 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების პრეს–სამსახურის ინფორმაციაში.

დარღვევების საერთო რაოდენობიდან 223 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეცა.

ფაქტების უმრავლესობა – 1.824 ეხება უკანონო ტყითსარგებლობას, აქედან 816 – ტყის კანონმდებლობის დარღვევას, 671 – ხის მასალის უკანონო ტრანსპორტირებას, 337 – სახერხი საამქროს მიერ ტექნიკურ რეგლამენტის დარღვევას. გამოვლინდა ასევე 60 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 751 შემთხვევა, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 559, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის - 301, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის - 275, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის - 201, წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 106, მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 58 ფაქტი.

რაც შეეხება დარღვევების გეოგრაფიას, პირველ ადგილზეა აჭარა და გურია – 922 ეკოლოგიური დარღვევა, კახეთი – 733, დასავლეთის რეგიონული დეპარტამენტის ტერიტორია – 712, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 443, აღმოსავლეთის სამმართველოს ტერიტორია – 425, ქვემო ქართლი – 375, სამცხე–ჯავახეთი – 313.

დედაქალაქში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2021 პირველ ექვს თვეში 222 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი; აქედან ექვსი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

საქართველოში ტყის კოდექსი ამოქმედდა>>

ამავე პერიოდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ (153) სავარაუდო ეკოლოგიური დარღვევების შესახებ 1.305 შეტყობინება შევიდა.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (166)

მთავარი თემები