09:10 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
36 0 0

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ინდოეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა შეადგენდა 1,8 მლნ დოლარს, ხოლო კორონავირუსის პანდემიამდე 2019 წელს - 5,9 მლნ დოლარს.

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველო განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებს ინდოელ ბიზნესმენებს, რომლებსაც სურთ დააბანდონ საკუთარი სახსრები ქართულ საწარმოებში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიან ჯაიშანკარმა განაცხადა, რომ ინდოელი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ინვესტირებით საქართველოში, განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში და მადნის მოპოვებაში.

„დავსახეთ ახალი გეგმები, მიზნები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მდებარეობა კიდევ უფრო მეტად გონივრულად და როგორ შევთავაზოთ საინტერესო წინადადებები ინდოელ ინვესტორებს. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არიან სერიოზული ინვესტორები ინდოეთიდან, რომლებმაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით მათ ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობებს შევთავაზებთ მათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ინდოეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა შეადგენდა 1,8 მლნ დოლარს, ხოლო კორონავირუსის პანდემიამდე 2019 წელს - 5,9 მლნ დოლარს.

მთავარი თემები