მინისტრის მოადგილე: საქართველოს ეკონომიკის 10%-იანი ზრდა გამორიცხულია

© Sputnik / Alexander Imedashviliკომენდანტის საათი
კომენდანტის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2021
გამოწერა
საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი ნიშნავს, რომ ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან უცხოეთში გაედინება, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკის 10%-იანი ზრდა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში.

ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
ფინანსთა მინისტრი: საქართველოს ეკონომიკა ახალ ეტაპზე გადავიდა

„მიუხედავად მრავალი რეფორმის განხორციელებისა და სხვადასხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა, რომლის წყალობითაც ქვეყანა ვითარდება, ჩვენ პატარა ეკონომიკა გვაქვს. ჩვენ ვერ გავედით ისეთ მასშტაბზე, რომ მშპ ერთ ადამიანზე 10 ათასი დოლარი იყოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კარგი მაჩვენებელი იქნებოდა", – განაცხადა კაკაურიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახდელო ბალანსის ანგარიშის მაღალი დეფიციტი აქვს.

„ჯერჯერობით ჩვენ მუდმივად გვაქვს ანგარიშის 10–12%-იანი დეფიციტი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკიდან დიდი ნაწილი გაედინება სხვა ქვეყნებში. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეკონომიკის 5%-იანი ზრდა ცოტაა, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას ვერ ექნება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა", – განაცხადა კაკაურიძემ.

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3%-დან 6,5%-მდე განაახლა. ფინანსთა სამინისტრო მოვლენების განვითარების სამ სცენარს განიხილავს – ბაზისური, ოპტიმისტური და პესიმისტური. ოპტიმისტური სცენარი ითვალისწინებს ტურიზმის უფრო სწრაფ ზრდას, კერძოდ, 2019 წლის დონიდან 40–45%-ის ფარგლებში. ის ასევე ითვალისწინებს ეკონომიკურ ზრდას სხვა სექტორებშიც.

ყველა ახალი ამბავი
0