საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerგაზკომპრესორული სადგური
გაზკომპრესორული სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
უკვე მომზადებულია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და შესაბამისი კანონმდებლობის პროექტი.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გამოვლინდა კომპანია, რომელიც საქართველოში პირველ მიწისქვეშა გაზსაცავს ააშენებს, და მასთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები გრძელდება, ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს წარუდგინა.

საქართველოში 300 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე საუბარი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. პროექტმა ახალი სიცოცხლე მას შემდეგ შეიძინა, რაც მთავრობამ საცავის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობა 2022 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პროექტის განხორციელების სირთულის გამო ვადები 2024 წლამდე გადაიწია.

„გაზპრომი“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
აზერბაიჯანმა დაასახელა გაზის ტრანზიტის მოცულობა, რომელსაც საქართველო რუსეთიდან მიიღებს

ტენდერის ფარგლებში უკვე გამოვლინდა კომპანია, რომელიც გარდაბანში ააშენებს მიწისქვეშა გაზსაცავს და რომელთანაც ხელშეკრულების გაფორმების მიზნით გაგრძელდება მოლაპარაკებები.

მთავრობის მონაცემებით, უკვე მომზადებულია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობა–ოპერირების მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობის პროექტი.

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 250 მლნ ევროს შეადგენს, დაფინანსება მოხდება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სახსრებით, რომლებსაც ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოიძიებს.

საქართველო ამ დროისათვის ერთადერთი ქვეყანაა ამიერკავკასიაში, რომელსაც საკუთარი მიწისქვეშა გაზსაცავი არ გააჩნია. საქართველოს გაზმომარაგება მხოლოდ იმპორტის ხარჯზე ხორციელდება.

საქართველოში გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია.

 

ყველა ახალი ამბავი
0