22:05 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (69)
37 0 0

„ნამახვანჰესის“ პროექტზე არსებული კვლევები შესასწავლად 15 ორგანიზაციას წარუდგინეს, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ინვესტორი მზადაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 224 დღეა გრძელდება. მასშტაბური საპროტესტო აქციების ქუთაისში ჩატარების შემდეგ აქციების მონაწილეები რეგიონებიდან 23 მაისს თბილისში ჩამოვიდნენ. მათ მთავრობას ულტიმატუმის ფორმით რიგი მოთხოვნები წაუყენეს, რომლებიც არ შესრულდა. ამის შემდეგ აქციები რიონის ხეობაში გაგრძელდა.

საპროტესტო მოძრაობა მოითხოვს შეთანხმების გაუქმებას კონტრაქტორ კომპანია ENKA-სთან ჰესის მშენებლობის შესახებ, ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივად გადაცემის შესახებ მთავრობის დადგენილების გაუქმებას, ეკონომიკის მინისტრის გადადგომას, ასევე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე.

საზოგადოების ზეწოლით საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე 9-დან 12 თვემდე ვადით.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მას მუდმივი კონტაქტი აქვს ENKA-ს ხელმძღვანელობასთან და სხვა მსგავს დიდ ინვესტორებთან.

„პირადად მაქვს ხშირი კონტაქტი „ენკას“ ხელმძღვანელებთან. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება. ინვესტორი მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას. მით უფრო, რომ უკვე წავიდნენ მნიშვნელოვან კომპრომისზე, ვგულისხმობ კაშხლის მშენებლობის ვადის გადაწევას, ხეობის განვითარებისთვის დამატებითი ფონდის შექმნას, ყველა კვლევის გახსნას“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

მინისტრის თქმით, „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ არსებული კვლევები 15-მდე ორგანიზაციამ გამოითხოვა.

„ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება მათგან დასკვნა, რომლითაც ჩვენ ინვესტორს მოვთხოვთ, რომ გადახედოს მას, გაითვალისწინოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". 

ეკონომიკის სამინისტრო – „ნამახვანჰესის“ პროექტი ყოველმხრივ შესწავლილია>>

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

თემები:
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (69)

მთავარი თემები