19:11 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
57 0 0

2021 წლის რთველი კადასტრის მონაცემებზე დაყრდნობით უკვე ყველგან  ჩატარდება,  გასულ წლებში ეს სავალდებულო მხოლოდ გარკვეულ მიკროზონებში მოყვანილი ყურძნის შემთხვევაში იყო.

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. 2021 წლის რთველზე საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახეები ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებენ, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ყურძნის ჩაბარება 2019-2020  წლებშიც  იყო სავალდებულო, ოღონდ მხოლოდ  ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონებისთვის. წელს რთველი კადასტრის მონაცემებზე დაყრდნობით უკვე ყველგან უნდა ჩატარდეს, აქედან გამომდინარე აუცილებელი ხდება ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება.

ამ ეტაპზე, ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მუნიციპალიტეტის სოფლები), თელავი და ახმეტა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე, სულ 33 ლოკაციაზე.

„განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში - ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა. თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაცია სავალდებულოა“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე.

ამასთან ერთად, ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში აეროგადაღებები ხორციელდება დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. აეროგადაღებების დასრულების შემდეგ, უკვე მიმდინარე თვიდან, რეგისტრაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც დაიწყება.

ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას.

მთავარი თემები