06:43 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
146 0 0

მოსახლეობას კენკრის, ასკილის, სამკურნალო მცენარეების, სოკოს შეგროვება ნებისმიერი რაოდენობით შეუძლია

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში ამოქმედდა ტყითსარგებლობის ახალი წესები, რომელთა თანახმად იურიდიული პირები კენკრასა და სოკოს კომერციული მიზნით ვეღარ შეაგროვებენ, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, ტყის რესურსების გამოყენების უფლების მოსაპოვებლად იურიდიული პირები განცხადებით მიმართავენ ტყის მართვის ორგანოს, რის შემდეგაც განსაზღვრულ ტერიტორიაზე კონკრეტული რესურსის მოპოვების უფლებას ერთი წლის ვადით მიიღებენ. წლის ბოლოს მათ უნდა წარადგინონ ანგარიში მოპოვებული რესურსის შესახებ და გადაიხადონ ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი.

ამასთან სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობას ასკილის, ტყის კენკრის, სამკურნალო მცენარეების, სოკოს შეგროვება ნებისმიერი რაოდენობით შეუძლია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის (6,97 მლნ ჰა) 40% ტყით არის დაფარული, რაც 2,7 მილიონ ჰექტარს შეადგენს. თუმცა ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან ტყის ლანდშაფტი მუდმივ ცვლილებას განიცდის და ტყის ფონდის ფართობი იცვლება.

ტყეებზე კონტროლის მიზნით 2021 წელს საქართველოში ახალი „ტყის კოდექსი“ ამოქმედდა, რომლის მიხედვით ტყე აღირიცხება და საკუთრების ტიპის და კატეგორიების მიხედვით დაიყოფა.

კატეგორიებად დაყოფის მიუხედავად თავისუფალი რჩება ტყით სარგებლობა დასვენებისა და გართობის მიზნით, ასევე მცენარეების წიწვის, ფოთლის, ყვავილის, ყვავილის მტვერის, ფისის, წვენის, თესლის, გირჩის, ნაყოფის, სოკოს შეგროვება. თუმცა ხელისუფლებას ან მესაკუთრეს ექნება უფლება, აკრძალოს ტყეში სეირნობა გარკვეული მიზეზების გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. ამასთან, აკრძალვის მოქმედების ვადა ხანგრძლივი არ იქნება.

მთავარი თემები