საქართველოში მინაბოჭკოვანი არმატურის საწარმო აშენდება

© press-service of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaქარხანა
ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
გამოწერა
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომლის მშენებლობაზეც 60-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ ქარხანაში 20-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. სახელმწიფოს მხარდაჭერით ზესტაფონში მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურის საწარმო აშენდება, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საწარმოს პროექტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დამტკიცდა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, პროექტის ინვესტიცია დაახლოებით 2,2 მლნ ლარს შეადგენს. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
სახელმწიფოს მხარდაჭერით საქართველოში რამდენიმე ახალი საწარმო ამოქმედდება

მინაბოჭკოვანი არმატურის ქარხნის პროექტს განახორციელებს კომპანია „აჯამურა“, რომელსაც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა ქალაქ ზესტაფონში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

კომპანიის განცხადებით, ეს იქნება დასავლეთ საქართველოში ერთ–ერთი პირველი საწარმო, რომელიც მინაბოჭკოვანი არმატურის წარმოებას დაიწყებს. ქარხანა ყოველწლიურად სხვადასხვა დიამეტრის 5 მლნ გრძივი მეტრის პროდუქციას გამოუშვებს, რომლის გაყიდვა როგორც ადგილობრივ, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე იგეგმება.

მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურა შედარებით ახალი პროდუქტია, რომელსაც გავრცელების ფართო პერსპექტივა გააჩნია - მინაპლასტიკური არმატურა უნიკალური და ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომლის დასამზადებლად გამოიყენება მინაბოჭკო და სხვადასხვა სახის პოლიმერები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეისთვის, მინაპლასტიკური არმატურა წარმატებით გამოიყენება მშენებლობაში და საგზაო სამუშაოებში, მათ შორის სარემონტო–აღდგენით სამუშაოებში, ასევე ნაპირსამაგრ სამუშაოებში, ხიდებში, დამბებში და ა.შ

 „აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0