17:52 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1020)
32 0 0

ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიციების საერთო მოცულობა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 1 მილიარდ ევროს აღწევს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ევროპის საინვეტიციო ბანკი (EIB) საქართველოს მთავრობას ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი–დასავლეთის რეკონსტრუქციისთვის 106,7 მლნ ევროს კრედიტს გამოუყოფს, იუწყება ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ჩქაროსნული მაგისტრალი აღმოსავლეთი–დასავლეთის მშენებლობა და მოდერნიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ამჟამად EIB-ს ინვესტიციები „საუკუნის პროექტში“ 250 მლნ ევროს შეადგენს.

ბანკის ახალი კრედიტის მეშვეობით გარემონტდება გზის ორი – ალგეთი–სადახლოს 30-კილომეტრიანი და რუსთავი–წითელი ხიდის 32-კილომეტრიანი მონაკვეთები. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ იქნება სომხეთთან დამაკავშირებელი თანამედროვე და უსაფრთხო გზა, რომელიც მოემსახურება მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვას.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიციების საერთო მოცულობა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 1 მილიარდ ევროს აღწევს, რაც ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ქვეყანაში ჩადებული ინვესტიციების ნახევარს შეადგენს.

EIB-ს მიერ გამოყოფილი კრედიტი არის ნაწილი პროგრამისა, რომელიც ითვალისწინებს 1,5 მლრდ ევროს ერთობლივ დაფინანსებას რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან: EIB, მსოფლიო ბანკი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და აზიის განვითარების ბანკი.

საქართველოს მთავრობა პროგრამის მონაწილეა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ამ ინიციატივის მიზანია.

ევროპის საინვეტიციო ბანკმა საქართველოში 2007 წლიდან განახორციელა 2 მლრდ ევრომდე ინვესტიცია ქვეყნის ინფრასტრუქტურულ, კერძო სექტორისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის 23 პროექტში.

მხოლოდ 2020 წელს EIB-ს ჯგუფმა 70 მლნ ევრო ჩადო საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად და 100 მლნ ევრო გამოყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საჭიროებებზე.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1020)

მთავარი თემები