06:15 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1021)
7420

საწარმოში 14 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული, ხოლო წარმოების მოცულობა ყოველთვიურად 600 ტონას აღწევს.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტში შესაფუთი მასალების საწარმო გაფართოვდა და გადაიარაღდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმო „ფაბრიკა 1900“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში აშენდა. საწარმოში ინვესტირებულია დაახლოებით 14 მლნ ლარი, ხოლო წარმოების მოცულობა თვეში 600 ტონას აღწევს.

აქ აწარმოებენ შესაფუთ მასალებს როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის. შესაფუთი მასალა არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, რომელიც სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებზე მზადდება.

წარმოების პროცესს პარასკევს ადგილზე გაეცნო ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

„კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს, გაფართოების სერიოზული გეგმები აქვთ და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით პრაქტიკულად გაახუთმაგებენ წარმოებას... მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ბაზრებზე წილის გაზრდის, და ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით ადგილობრივ წარმოებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამჟამად საწარმოში 134 ადამიანია დასაქმებული, ძირითადად, გორისა და მცხეთის რაიონების მცხოვრებლები. გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1021)

მთავარი თემები