08:33 01 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
113 0 0

საფრანგეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა შერჩევა გერმანიის და ისრაელის მოდელებისგან განსხვავებული იქნება, განაცხადეს სამინისტროში

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეები წლის ბოლომდე საფრანგეთში სეზონურ სამუშაოებზე გამგზავრებას შეძლებენ, განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა.

ხელისუფლებამ 2021 წელს საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში სეზონური დასაქმების აქტიური ფაზა დაიწყო. დღეისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია ლეგალური სამუშაო გერმანიასა და ისრაელში.

„საფრანგეთთან ხელშეკრულება გაფორმებულია, რომელიც უკვე ძალაშია შესული. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფრანგულ მხარესთან შესაბამისი კონსულტაციები, რომ განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ. შევიმუშაოთ შესაბამისი სქემა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებს უკვე, ასევე ლეგალურად, შეეძლებათ საფრანგეთში დროებით დასაქმება. კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საფრანგეთის მიმართულებაც ამოქმედდება“, - განაცხადა ბუნტურმა „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, საფრანგეთში სეზონურ სამუშაოებზე შერჩევა გერმანიის და ისრაელის მოდელებისგან განსხვავებული იქნება.

„50 პროფესიაა განსაზღვრული, რომელთაც შეეძლებათ საფრანგეთში დასაქმება. აქ უკვე უფრო კვალიფიციურ სპეციალისტებზეა გათვლა“, - განაცხადა ბუნტურმა. მისი თქმით, ჩამონათვალშია ისეთი პროფესიები, რომლებიც როგორც სპეციალურ, ისე უმაღლეს განათლებას მოითხოვს.

საქართველოს მთავრობამ მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებში სამუშაოდ ლეგალური გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო - ეს გადაწყვეტილება განპირობებულია უმუშევრობის მაღალი დონით და საკმარისი სამუშაო ადგილების შექნის შესაძლებლობის არ არსებობით.

 

მთავარი თემები