07:28 09 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1450
  • 100 RUB4.6319
  • USD3.4324
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1015)
56 0 0

ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო სფეროებში, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროში.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საქართველოს ეკონომიკის ვარდნის ტემპი შემცირდა – 2021 წლის თებერვალში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, მშპ 5,1%-ით შემცირდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამი გზა: ეროვნული ბანკის პროგნოზი>>>

იანვარი–თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშპ 8,3%-ით არის შემცირებული.

თებერვალში კლების ტენდენცია შეიმჩნეოდა შემდეგ სფეროებში: მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი, გადამამუშავებელი მრეწველობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები.

ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო სფეროებში, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის სფეროში.

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ეკონომიკის ვარდნამ 6,2% შეადგინა, ხოლო იმავე 2019 წელს რეალური ზრდა საპროგნოზო მაჩვენებელს აღემატებოდა და 5%-ს გაუტოლდა.

პროგნოზი დამაიმედებელია

საქართველოს ეროვნული ბანკი თვლის, რომ 2021 წლის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენა, რომლის ძირითადი გამწევი ძალა ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. 

„საგარეო მოთხოვნა, პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება. რაც შეეხება მიმდინარე ციფრებს, საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და, წინასწარი მონაცემებით, იანვარში წლიურად 95%-ით შემცირდა. გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, წინასწარი მონაცემებით, თებერვალში იმპორტი 12%-ით შემცირდა, ექსპორტი კი ოდნავ გაუმჯობესდა და 3%-ით გაიზარდა“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

ეროვნული ბანკის ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ თუ ეპიდვითარება წლის მეორე ნახევარში მაინც გაუმჯობესდება და ტურისტული სექტორი ეტაპობრივ აღდგენას დაიწყებს, 2021 წელს ეკონომიკის ნაწილობრივი აღდგენა 4%-ს მიაღწევს.

თუ პანდემიის გამო გლობალური შეზღუდვები გაგრძელდება, მაშინ იგი ქვეყნის ეკონომიკაზე იმოქმედებს და აღდგენის პროცესი შენელდება. შედეგად – თუ საქართველოში ტურიზმი არ აღდგება, მაშინ 2021 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1% იქნება, აცხადებენ ეროვნული ბანკის ანალიტიკოსები.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1015)

მთავარი თემები