23:38 17 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (981)
58 0 0

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა იმ პირებისთვის, რომლებმაც სამსახური პანდემიის გამო დაკარგეს, მარტში 26,2 მლნ ლარს შეადგენს.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის დახმარებას მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი 130.645 მოქალაქე მიიღებს, იუწყება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

რამდენი ადამიანი დატოვა პანდემიამ უმუშევარი საქართველოში>>

საქართველოში მარტის თვის უმუშევრობის კომპენსაციის ჩარიცხვა დაიწყო, მათ შორის მათთვისაც, ვინც სამუშაო კორონავირუსის მეორე ტალღის დროს ამოქმედებული შეზღუდვების გამო დაკარგა. ფულადი დახმარების საერთო თანხაა 26,2 მლნ ლარი.

თებერვალში 200-ლარიანი დახმარება 139.618 მოქალაქეს ჩაერიცხა. თანხამ 27,9 მლნ ლარი შეადგინა. იანვარში კი მთლიანი თანხა 21,3 მლნ ლარი იყო და ის 106.362-მა ადამიანმა მიიღო.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიანი კომპენსაციები გაიცემა.

ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებულ ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირებს, თუ ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დასაქმებული იყვნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით ხელფასი არ მიუღიათ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში. 

კომპენსაციის გაცემა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტიდან მიმღები პირის ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხება.

ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას: დეტალური ინფორმაცია>>

ეს პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გაცემის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე უმუშევრობის დახმარება 117,8 ათასმა მოქალაქემ მიიღო.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (981)

მთავარი თემები