12:16 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (986)
49 0 0

საქართველოს საერთაშორისო აქტივები 2020 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, 125,8 მილიონი დოლარით შემცირდა და 10,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციას, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უარყოფითი მნიშვნელობა აქვს და 24,8 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ბოლოს მონაცემებს 3,8%-ით აღემატება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

  • წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წარმოადგენს ქვეყნის რეზიდენტების კუთვნილი აქტივების ღირებულებას უცხოეთში და მოცემულ ქვეყანაში უცხოელი ინვეტორების საკუთრებაში არსებულ აქტივებს. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, ისევე, როგორც საგადასახადო ბალანსი, იძლევა ინფორმაციას დანარჩენ მსოფლიოსთან ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შეფასებისთვის.

მეოთხე კვარტალში მაჩვენებელი 995,7 მლნ დოლარით გაუარესდა. საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი წლიური მშპ-ის 156,3%-ს შეადგენს.

საერთო საერთაშორისო აქტივები შეადგენს 10,9 მლრდ დოლარს, რაც 2019 წლის ბოლოს მონაცემებზე 188,2 მლნ დოლარით მეტია და 2020 წლის 30 სექტემბრის მაჩვენებელზე 125,8 მლნ დოლარით ნაკლებია.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 35.8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 830.0 მლნ დოლარით მეტია, ხოლო 2019 წლის ბოლო პერიოდის მონაცემზე – 1,1 მლრდ დოლარით მეტი.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (986)

მთავარი თემები