ქარელის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო გაიხსნა

© Sputnik / STRINGERქარელი
ქარელი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
გამოწერა
ახალ საწარმოში, სადაც 15 ადგილობრივია დასაქმებული შესაძლებელია 1.600 ტონა კომბინირებული საკვების წარმოება.

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტში კომბინირებული საკვების ახალი საწარმო გაიხსნა. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

შიდა ქართლის რეგიონში მდებარე ახალ საწარმოში 1.600 ტონა კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. ამასთან, ახალ საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.

სააგენტოს ცნობით, საწარმოს ასაშენებლად ჯამში 570 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 228 ათასი ლარია, ხოლო აგროკრედიტი - 285.600 ლარი.

ადგილზე სამუშაო პროცესს გაეცნენ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და შიდა ქართლის მხარის რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი.

 „სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი საწარმო შეიქმნა, რაც კარგი მაგალითია, თუ როგორ შეძლო ბენეფიციარმა სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობით, შეღავათიანი აგროკრედიტისა და საგრანტო კომპონენტის გამოყენებით, ახალი საწარმოს შექმნა“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

სააგენტოს ცნობით, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით უკვე 30 ახალი საწარმო გაიხსნა.

შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, პროგრამა ითვალისწინებს მიზნობრივ კრედიტებს დაბალი ტარიფით ფერმერების დასახმარებლად. სოფლის განვითარების სააგენტო - ეს არის გზამკვლევი ფერმერებისა და სოფლის მოსახლეობისთვის, რომელიც სოფლად ფერმერული საქმიანობის წარმატებული განვითარებისთვის შეიქმნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0