12:23 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
98 0 0

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას ემსახურება

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში მოამზადებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის ტენდერს, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ძალიან მაღალ დონეზე წარიმართება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალი აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელს აღმოსავლეთი და დასავლეთი ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დაეკავშირებინა. 

„დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენი სამინისტროს სისტემაში შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო“. დღეს ჩვენმა სამინისტრომ და კერძოდ, სააგენტომ მივიღეთ მთავრობისგან დავალება, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა, რათა მოვამზადოთ ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი პირველ რიგში დასავლელ ინვესტორებს დააინტერესებს.

„რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ამერიკელი ინვესტორების ყოფნა უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში. თუმცა შედეგი გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა წესის დაცვით გავმართავთ ტენდერს. წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება, გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტანტთან ერთად, რათა ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორისთვის გადაცემას გეგმავდა და 2016 წელს ამ პირობებით ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც ეკუთვნის TBC Holding-ს და ამერიკულმა კომპანიას Conti International LLC, რომლებმაც კომპანია Anaklia Holding JSC დააფუძნეს. სახელმწიფოს სავალდებულო პირობას სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა წარმოადგენდა.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო შეთანხმების საბოლოოდ გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

 

მთავარი თემები