საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება

© photo: Sputnikსაწარმო
საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა 2020 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს გამართულ მთავრობის  სხდომაზე.

მისი თქმით, ასეთი აუცილებლობა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო წარმოიშვა. პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი საბჭო ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. 

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თურნავა: მარტში საქართველოს ეკონომიკაში სიახლეები გვექნება

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საბჭო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიასა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ასევე უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე.

„ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კოპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანია კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან დაახლოება. ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს და გამოცდილებას. ინიციატივას აქტიურად უჭერენ მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რეფორმა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ეფექტიანობის ზრდას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მათი წვლილის გაზრდას ეკონომიკურ საქმიანობაში“, – დასძინა პრემიერმა.

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის, ვითარებას მოქმედი შეზღუდვებიც ართულებს. პანდემიის შედეგების შესარბილებლად მთავრობამ 2020 წლის აპრილში დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად, რომელიც ამ დღემდე რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0