22:53 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (946)
178 0 0

ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე გაიზარდა.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. 2021 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,6%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 14,9%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 10,1%-ით.

რა ხდება ვაჭრობაში – სტატისტიკის ახალი მონაცემები>>

იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 2,8%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

ფასები საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე იანვარში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,7%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 7,3%–ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 14,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 7,1%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,7%-ით გაიზარდა. 

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 9,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 15,2%-ით, მათ შორის სასმელზე – 10,5%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 28,8%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 16,1%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 17,2%-ით გაძვირდა, მათ შორის კვების პროდუქტები – 23,9%-ით.

სამომხმარებლო ფასები

ინფლაციის წლიურმა დონემ 2020 წელს 2,4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები 6,8%-ით გაიზარდა. დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ მინუს 1% შეადგინა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (946)

მთავარი თემები