10:27 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (203)
37 0 0

საქართველოდან წელს ვაშლის ექსპორტის მოცულობა შარშანდელთან შედარებით 13-ჯერ გაიზარდა. ქართული ვაშლი ძირითადად რუსეთში გავიდა.

თბილისი, 22  თებერვალი – Sputnik. საქართველოდან ბოლო შვიდ თვეში  13.0 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რაც რეკორდულია უკანასკნელი 20 წლის სეზონის მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში. 

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019–2020 წლების ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 5.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთში. კერძოდ 12.5 ათასი ტონა.  ექსპორტი  განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

ვაშლის ექსპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ახალი ბაღების გაშენების დასახმარებლად ხორციელდება პროგრამა „დანერგე მომავალი“. ამ პროგრამის ფარგლებში ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზე გაშენდა.

ხილის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განხორციელდა. პროცესში ჩართული იყვნენ ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.



 

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (203)

მთავარი თემები