თურნავა: საქართველო მშპ-ის ზრდის მიხედვით რეგიონში ლიდერი გახდება

© Sputnik / Alexander Imedashviliნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიზნით რამდენიმე რეფორმა დაგეგმა

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. 2021-2024 წლებში საქართველო, ეკონომიკის აღორძინების ტემპის მიხედვით, მშპ-ის 5,3%-იანი ზრდის მქონე რეგიონული ლიდერი გახდება, განაცხადა პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ.

„ევროპელი სოციალისტები“ ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ >>

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების გეგმებს ეცნობა.

„2021 წელი იქნება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის წელი. 2021-2024 წლებში საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში 5,3%-იანი ეკონომიკური ზრდით, ჩვენი ქვეყანა ასევე იქნება ლიდერი ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის ტემპის მიხედვით“, - განაცხადა თურნავამ.

საკომიტეტო მოსმენა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
ირაკლი ქარსელაძემ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები დაასახელა

მისი თქმით, ასეთი პროგნოზი ეყრდნობა ქართულ ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებს, მაგრამ ჯერჯერობით სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება.

„საქართველოს ეკონომიკური ვარდნის ტემპი 6,1%-ია, რაც მძიმეა ისეთი ეკონომიკისთვის, რომელიც რომ არა პანდემია, ემზადებოდა 5% და მეტპროცენტიანი ზრდისთვის“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას დაგეგმილი აქვს რამდენიმე რეფორმება, რომელთა განხორციელება ეკონომიკის სწრაფ აღორძინებას შეუწყობს ხელს.

„დაგეგმილი რეფორმების გატარების შედეგად ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება“, - განაცხადა თურნავამ.

ერთი კვირის წინ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე, პროგნოზი - „ნეგატიურია“.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თურნავა: მარტში საქართველოს ეკონომიკაში სიახლეები გვექნება

Fitch-ის პროგნოზით, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული 6,1%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით, ხოლო 2022 წელს – 5.8%-ით გაიზრდება.

სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს მშპ-ის ზრდის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს შიდა მოთხოვნილების მატება წარმოადგენს, ვინაიდან შეზღუდვების შემსუბუქება ხელს უწყობს კერძო მოხმარებას, ხოლო ინფრასტრუქტურაზე სახელმწიფოს მიერ გაწეული, ჩვეულებრივზე დიდი ხარჯი, კერძო სექტორის სუსტი გაჯანსაღების მიუხედავად, ინვესტიციებს წაახალისებს.

ყველა ახალი ამბავი
0