22:11 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1242 0 0

გასულ წელს ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აბონენტების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 3,5%-ით გაიზარდა და 680,6 ათასი შეადგინა.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. გასული წლის განმავლობაში თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება 9,2%-ით შემცირდა და 2,64 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, იუწყება ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასი“. 

„ელექტროენერგიის მოხმარების კლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ განაპირობა, რამაც რიგი საწარმოების და კომპანიების საქმიანობის შეჩერება გამოიწვია. 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში კვლავ შეიზღუდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში აღნიშნეს, რომ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა 9,8%-ით შემცირდა და 2,477 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.

„თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2020 წლის მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,5%-ით გაიზარდა და 680,6 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 613,2 ათასი ფიზიკური პირია, ხოლო 67,4 ათასი – იურიდიური პირი.

2020 წლის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 098 კმ შეადგინა, რაც 3,6%-ით (211 კმ-ით) აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს (5 887 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

„თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის დისტრიბუციასა და განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში „თელასი“ „ინტერ რაოს“ შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაოს“ მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო დაახლოებით 25% შპს „ბესტ ენერჯი გრუპის" საკუთრებაა.

მთავარი თემები