11:16 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1065)
168 0 0

ხელისუფლებას ესმის, რომ ყველა განიცდის თავისი ბიზნესის გამო, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რომ პასუხისმგებლობა აკისრია მთელ საზოგადოებაზე, აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გაგრძელება შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეკონომიკის ყველა სფერო გავხსნათ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია: მხოლოდ ეკონომიკის გახსნა დაამარცხებს კრიზისს>>

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა და ეს, ფაქტობრივად, ყველა სფეროს შეეხო. ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ბიზნესი სტაგნაციაშია და ვინც შეინარჩუნა სამუშაო, ყოველდღიურად იბრძვის გადარჩენისთვის. სიტუაციას მოქმედი შეზღუდვებიც აღრმავებს. ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები აქტიურად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას, რათა ეკონომიკა ნელ–ნელა გამოცოცხლდეს.

„ვფიქრობ, რომ ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და ეს არის ჩვენი ეპიდემიოლოგების ძალიან მკაფიო პოზიცია, არის ისეთი შეზღუდვა, რომელიც ალბათ უფრო დიდხანს უნდა დარჩეს და სწორედ ეს შეზღუდვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ თუნდაც დახურული სივრცეები რესტორნების, თუნდაც ფიტნესები ან სხვა დავუშვათ ისეთი სფერო, რომელიც ჯერ კიდევ რჩება შეზღუდვაში“, – განაცხადა თურნავამ პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ეკონომიკის უცბად გახსნის მოთხოვნა არაადეკვატურია.

„ასეთ დროს რადიკალური მოთხოვნა იმისა, რომ ამდენი რამ რომ გახსენი, ბარემ ყველაფერი გახსენი, ეს არის აბსოლუტურად არაგონივრული პოზიცია. გვესმის, რომ ყველას საკუთარი ბიზნესი სტკივა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობა ვართ პასუხისმგებელი მთელ საზოგადოებაზე, ყველას ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით 8 თებერვლიდან განახლდა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, ხოლო 15 თებერვლიდან გაიხსნა სკოლები, ნებადართულია რესტორნების მუშაობა ღია სივრცეებში. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აღელვებთ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა (21:00–დან 05:00 საათამდე).

მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, არ მუშაობენ დახურული რესტორნები, სპორტდარბაზები, აუზები, არ ტარდება გასართობი ღონისძიებები, დაკეტილია თეატრები და კინოთეატრები. უქმეებზე არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბაზრობები და არასასურსათო ტიპის მაღაზიები.

ამას გარდა, ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1065)

მთავარი თემები