06:32 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (946)
109 0 0

განბაჟების ან რეექსპორტის ვადების დარღვევისთვის ქვეყანაში 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების მფლობელები თითოეულ ვადაგასულ დღეზე 50 ლარს გადაიხდიან

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. ავტომობილების მფლობელები ვალდებული არიან, 1 მარტამდე გაგზავნონ ავტომობილები რეექსპორტზე ან გაიარონ საბაჟო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, ნათქვამია საქართველოს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობასთან შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ავტომობილების საბაჟო გაფორმების (განბაჟების) ვადა 2021 წლის 1 მარტამდე გააგრძელა. ამგვარად, ქვეყანაში შემოყვანილი ავტომობილების მფლობელებს ორი თვის ნაცვლად მინიმუმ ცხრა თვე ჰქონდათ ამ პროცედურების გასავლელად.

„სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტი ან  სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევა 1 მარტამდე უზრუნველყოს“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ დეკლარირებული ვადების დარღვევის შემთხვევაში თითოეულ დაგვიანებულ დღეზე ჯარიმა იქნება 50 ლარი, მაგრამ ეს თანხა მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს 1 ათას ლარს. ასევე პირს განესაზღვრება 30 კალენდარული დღე ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რაც შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებას სჭირდება.  

თუ ავტომობილის მფლობელი ამას არ გააკეთებს, ის ხელმეორედ დაჯარიმდება განბაჟების თანხის ორმაგი რაოდენობით.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (946)

მთავარი თემები