გახარია: წყლის გაზრდილ ტარიფს სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო სრულად დაუფარავს

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გახარიას განცხადებით, ეს კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში მოქალაქეების სოციალური სტაბილურობა შენარჩუნდეს.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. წყალმომარაგების ტარიფს, რომელიც თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, როგორც ჩანს, გაიზრდება, სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა ბრიფინგზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ტარიფის გაზრდას თავისი ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს

„მოგეხსენებათ, 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც სამი წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. რა თქმა უნდა, მეთოდოლოგიის ეს ცვლილება შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს შეფასებული, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს არის ფაქტი. ამიტომ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდნელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე, როგორც წყალზე, ოღონდ წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე, რუსთავსა და მცხეთაზე“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო კომუნალური გადასახადების სუბსიდირება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც ეხებოდა ელექტროენერგიას, გაზს და წყალს. აღნიშნული სუბსიდირება დღესაც მიმდინარეობს და ეს საქართველოს 1.2 მლნ აბონენტს შეეხო.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგრადობის შენარჩუნება უზრუნველვყოთ ისე, როგორც შეგვიძლია, იმ რესურსებით, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია და როდესაც თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო ხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის შემდგომი ახალი გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლებამ და საქართველოს მთავრობამ უნდა უპასუხოს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების თანახმად, სასმელი წყლის ტარიფის ზედა ზღვარი 1მ³–ზე 0,2 ლარიდან 0,4 ლარამდე მერყეობს. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წყალმომარაგებაზე რვა კომპანიაა პასუხისმგებელი.

რეგიონების მოსახლეობას შესაძლოა ელექტროენერგია გაუძვირდეს>>

პრემიერის გამოსვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის საკითხი გადაწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0