13:51 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (906)
151 0 0

იმის გამო, რომ აუცილებელია ტექნიკური და პროგრამული აღჭურვილობის ცვლილებების განხორციელება, ახალი წესების ამოქმედება 2023 წლამდე იგეგმება.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რაც საბაჟო გადასახადებისას დღგ-ის დათვლის წესებს შეეხება.

წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, იმპორტის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშება განხორციელდება მასში დამატებითი კომპონენტების (იმპორტთან დაკავშირებული საფასურები, თანმდევი ხარჯები და სხვ.) შეტანის გარეშე.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ცვლილება მიზნად ისახავს საბაჟო პროცედურების გამარტივებას. კერძოდ, ამ საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია შესაბამისი ტექნიკურ–პროგრამული აღჭურვილობა. მისი რეალიზება 2021 წლის 1 იანვრიდან ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ 2023 წლიდან იქნება შესაძლებელი შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორცილებისთვის საგადასახადო ორგანოს მიერ ადეკვატური მექანიზმების დანერგვის უზრუნველყოფა.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები დავით სონღულაშვილი, ბექა ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე და მარიამ ქვრივიშვილი. ისინი კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (906)

მთავარი თემები