ეროვნულმა ბანკმა ოქროსა და ვერცხლის ახალი საკოლექციო მონეტები გამოუშვა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკია განთავსებული
იუსტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკია განთავსებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონეტების ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში. შემდეგ მისი გაყიდვა შეჩერდება. ერთ ჯერზე შესაძლებელია მხოლოდ ორი ვერცხლისა და ერთი ოქროს მონეტის ყიდვა.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ქართველი მეფის ერეკლე მეორის 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ოქროსა და ვერცხლის მონეტები 28 დეკემბრიდან გაიყიდება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მონეტების შეძენა მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამასთან, ერთ ჯერზე მხოლოდ ორი ვერცხლისა და ერთი ოქროს მონეტის ყიდვა შეიძლება.

ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტები - Sputnik საქართველო
ქართველი მეფეები საკოლექციო მონეტებზე: ეროვნულმა ბანკმა დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა

მონეტის ნომინალი ხუთი ლარია. სულ გამოშვებულია 1,5 ათასი ვერცხლისა და 300 ოქროს მონეტა.

მონეტის დიზაინი იდენტურია. ავერსზე გამოსახულია ერეკლე მეორის პორტრეტი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ორიგინალს შეესაბამება. ასევე მას ერთვის ერეკლე მეფის ხელრთვა „ერეკლე“, მისი ხმლისა და ცხოვრების წლების – 1720–1798 – გამოსახულება.

მონეტის ქვედა, ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია ერეკლე II-ის სახელით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა, რომელზეც გამოსახულია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი: გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი.  

მონეტის რევერსზე გამოსახულია ივერიული (ქართული) გვირგვინი. მონეტაზე დატანილია წარწერები: „საქართველო", „5 ლარი", GEORGIA და მითითებულია წელი – „2020".

© photo: National Bank of Georgia / FB5 ლარის ნომინალის მონეტა ერეკლე მეორის გამოსახულებით
ეროვნულმა ბანკმა ოქროსა და ვერცხლის ახალი საკოლექციო მონეტები გამოუშვა - Sputnik საქართველო
5 ლარის ნომინალის მონეტა ერეკლე მეორის გამოსახულებით

მონეტების ესკიზის ავტორია ლევან კაკიაშვილი. მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაგბის საკოლექციო მონეტები მიუძღვნა

ვერცხლის მონეტა 17 გრამს იწონის, შესრულებულია 925 სინჯის ვერცხლით, მისი დიამეტრია 34 მილიმეტრი. გამოსახულება ავერსზე მოოქროვილია. მონეტის ღირებულებაა 100 ლარი.

ოქროს მონეტა, რომელიც 900 სინჯის ოქროთია შესრულებული, 8,5 გრამს იწონის. მისი დიამეტრია 8,5 მილიმეტრი და ის 1690 ლარი ღირს.

მონეტები ერეკლე მეორის თემაზე პირველია სერიიდან „ქართველი მეფეები“. უკვე გამოცხადებულია კონკურსი მონეტების შექმნაზე თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის თემაზე. მათი გამოშვება 2021 წელს იგეგმება. შემდეგ ეროვნული ბანკი გეგმავს მონეტების გამოშვებას ვახტანგ გორგასლის, გიორგი ბრწყინვალეს, ბაგრატ მესამე კურაპალატის, ფარნავაზ პირველის თემებზე.

ყველა ახალი ამბავი
0