რა ბედი ელის რესტორნებსა და სასტუმროებს – მეწარმეები შველას ითხოვენ

© Sputnik / Alexander Imedashviliდაკეტილი კაფეები და რესტორნები
დაკეტილი კაფეები და რესტორნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების გამო სამუშაო დაკარგა სასტუმრო სექტორში დასაქმებულმა 100 ათასმა და სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულმა 200 ათასმა ადამიანმა.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების გამო ბევრი სფერო დაზარალდა, მაგრამ რესტორნებისა და სასტუმროების სექტორები ფაქტობრივად მოკვდა, განაცხადა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ალავერდაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ აპრილის ბოლოდან ეს სფეროები ნელ–ნელა გამოცოცხლდება.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ ბიზნეს–სექტორის დასახმარებლად ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა

„სულ თითზე ჩამოსათვლელი სასტუმროებია, რომლებიც აპირებდნენ ახალ წელს ღონისძიება ჰქონოდათ. რეალურად განსაკუთრებული მოლოდინი არ გვქონდა. ყველაზე დაზარალებული სექტორი ვართ ქვეყანაში... სექტორი, ფაქტობრივად, არის მკვდარი. მოლოდინი არ გვქონია გახსნაზე“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

მისი თქმით, სექტორი გახსნის მოლოდინის გამო ბევრჯერ დაზარალდა. კერძოდ, შეიძინეს პროდუქტები, აიყვანეს პერსონალი და უცბად დახურვა მოუწიათ. ამჯერად სექტორი უკვე აღარ მომზადებულა შესაძლო გახსნისთვის.

„სასტუმროების სექტორი არის აბსოლუტურად განადგურებული, სექტორი აღარ არსებობს, სასტუმროების სექტორში 100 ათასი ადამიანია უმუშევარი, 200 ათასი ადამიანი სარესტორნო სექტორში უმუშევრად არის დარჩენილი. ჩვენს სექტორს, იმედი გვაქვს, რომ აპრილის ბოლოდან პირველი პულსი გაესინჯება, გვინდა ეს დავიჯეროთ“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

რესტორატორების ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის თქმით, სექტორი გაკოტრების ზღვარზეა. რესტორნების 80–90% განაგრძობს იჯარის გადახდას, მაგრამ რესტორატორი, რომელსაც ესა თუ ის ადგილი უკავია 7–10 წლის განმავლობაში და რომელმაც დიდი თანხა ჩადო რემონტში, იძულებული იქნება ფართი დატოვოს.

ეპიდემია საქართველოში – დაკეტილი სავაჭრო ცენტრები - Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები შეზღუდვების მინიმალურ შემსუბუქებას ემხრობიან

ბურჯანაძის თქმით, პანდემიამდე ქვეყანაში 11 ათასი რესტორანი მუშაობდა, ახლა კი შეიძლება სულ 500 ფუნქციონირებს.

„თუ შესაძლებელია დახურულ სივრცეში რომ იაროს ხალხმა, რესტორნებსაც მიეცით ეს საშუალება, რომ ამოსუნთქვა შეძლოს და ადამიანებმა შეძლონ, რომ იარსებონ. რესტორანში ყველაფერი დარეგულირებულია და შექმნილია ის პირობები, რომ ადამიანმა იგრძნოს უსაფრთხოდ თავი. ახლა კი ადამიანები მიდიან ისეთ ადგილებში, აგარაკებზე თუ ქალაქგარეთ, სადაც ეპიდემიის განვითარება უფრო მეტია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ის დარწმუნებულია, რომ ასეთი ქმედებებით სპეციალისტები კონტროლის მექანიზმს კარგავენ და ადამიანებს იმის გაკეთების საშუალებას აძლევენ, რაც მათ სურთ.

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
რომელი შეზღუდვები მსუბუქდება და რომელი რჩება ძალაში 24 დეკემბრიდან: სრული ჩამონათვალი

საკოორდინაციო საბჭომ 24 დეკემბრიდან მუშაობის ნებართვა მისცა სასტუმროებსა და მათთან არსებულ რესტორნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა სამთო კურორტებისა, მაგრამ იმ პირობით, რომ ისინი მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს მოემსახურებიან.

ამასთან, სასტუმროს რესტორნებში აკრძალულია ყველა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიების ჩატარება.

რესტორნები და კვების ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ მიტანის სერვისით განაგრძობენ მუშაობას.

ყველა ახალი ამბავი
0