19:05 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (191)
50 0 0

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. 2020 წელს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული მიწის ნაკვეთების ფართობი, გასულ წელთან შედარებით, 31%-ით გაიზარდა და 18 ათასი ჰექტარი შეადგინა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს განცხადებაში. 

აგროდაზღვევის პროგრამით სულ 17 532 სადაზღვევო პოლისი გაიცა, სააგენტოს სუბსიდირების მოცულობამ კი 8 მლნ ლარს გადააჭარბა.

„აგროდაზღვევის პროგრამა განიცდის განახლებებს და ფერმერთა ინტერესებზე მეტად მორგებული ხდება. 2020 წელს განხორციელებული ცვლილებით, მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში აგროდაზღვევა სამწლიანი გახდა. სოფლის მეურნეობის სტაბილური და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობაა. სახელმწიფოს ხელშეწყობით ფერმერები მოსავალს მოსალოდნელი სტიქიისგან (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსისთვის საშემოდგომო ყინვა) აზღვევენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

6 წლის განმავლობაში, 2014 წლიდან დღემდე ფერმერებისთვის ანაზღაურებული ზარალი 44 მლნ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის პროგრამა „დარგე მომავალი“ ქართველი ფერმერების დახმარებას ისახავს მიზნად. იგი ფერმერებს უზრუნველყოფს აგროდაზღვევით, რომელიც ითვალისწინებს არა მარტო მოსავლის ზარალის რისკებს, არამედ ნერგების განადგურების ალბათობას.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (191)

მთავარი თემები