17:13 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (114)
249 0 0

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ცვლილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია ორშაბათს მიიღებს

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებს ახალი ტარიფები დაუდგინა, რომლებიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ჰიდროელექტროსადგურებისათვის დადგინდა სამწლიანი ტარიფები, ხოლო თბოელექტროსადგურებისათვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურები განისაზღვრა 2021 წლისათვის

ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები ჰესებისთვის (თეთრი/კვტსთ)

სადგური           ძველი ტარიფი ახალი ტარიფი
„ენგურჰესი“ 1,358 1,857
„ვარდნილჰესების კასკადი“ 2,206 2,565
„რიონჰესი“ 4,060 1,436
„ლაჯანურჰესი“ 2,494  2,209
„ძევრულჰესი“ 2,768 1,679
„გუმათჰესი“ 4,653 1,986

 

ტარიფები გარანტირებული სიმძლავრის თბოსადგურებისთვის

სადგური           ახალი ტარიფი (ლარი/დღეღამეში)  ძველი ტარიფი  (ლარი/დღეღამეში)
შპს „ჯიფაუერი“ 47.898 40.585
შპს „გარდაბნის თბოსადგური“ 423.024 404.214
შპს „მტკვარი ენერჯი“ 69.649 77.330
შპს GIEC - №3 ბლოკი 21.635 25.159
შპს GIEC - №4 ბლოკი 23.594 27.444

კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, კორომავირუსის პანდემია და ლარის კურსი სამომხმარებლო ტარიფზე უარყოფით გავლენას ახდენს.

„კოვიდის და კურსის გავლენა რასაკვირველია არის ნეგატიური გავლენა, ანუ ეს ტარიფზე ზეწოლას განიცდის, მაგრამ არის ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც საპირისპიროდ იმოქმედებს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე. ეს არის იგივე ენერგიის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ზოგიერთი ისეთი ინვესტიციები, რომლებიც „კოვიდის“ გამო ვერ განახორციელეს კომპანიებმა და გადავიდა მომდევნო პერიოდში“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ცვლილებაზე ჯერ საუბარია ნაადრევია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია ორშაბათს მიიღებს, დააზუსტა ნარმანიამ.

 

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (114)

მთავარი თემები