00:17 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0294
  • 100 RUB4.4671
  • USD3.3169
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (943)
235812

ანტიკრიზისული დახმარების პირველი პაკეტის ფარგლებში სახელმწიფო უკვე დაახლოებით 125 ათას მოქალაქეს დაეხმარა.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის დროს სამუშაო დაკარგეს, 200 ლარის ოდენობით კომპენსაციების ჩარიცხვას 2021 წლის იანვრიდან დაიწყებს, განაცხადა საქართველოს ფინაანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭავარიანმა. 

საქართველოს მთავრობამ მორიგი ანტიკრიზისული პაკეტი შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას და ბიზნესს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდსიტუაციის პირობებში დაეხმარება.

პირები, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, 1,2 ათასი ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებენ. მათ 6 თვის განმავლობაში ყოველთვიუთრად 200 ლარი ჩაერიცხებათ. ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა 125 ათასი ადამიანია, ბიუჯეტი კი 150 მილიონი ლარი.

ანტიკრიზისული დახმარების პირველი პაკეტის ფარგლებში სახელმწიფო უკვე დაეხმარა დახლოებით 125 ათას მოქალაქეს – 6 თვის განმავლობაში თითოეულს 1,2 ათასი ლარი ჩაერიცხა.

„ვპირდებით ჩვენს მოსახლეობას, ბიზნესს, რომ ეს იანვრიდან გაგრძელდება. შესაბამისად, იანვრიდან დაიწყება ინფორმაციის შეგროვება, ასევე გადარიცხვები და ტრანზაქციები“, – განაცხადა მაჭავარიანმა. 

გარდა ამისა, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების გამო 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში უმუშევრად დარჩენილ პირებს 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მიღებაც შეუძლიათ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე მოცემული ანკეტის შევსების შემდეგ.

„ამ დროისათვის უკვე რეგისტრირებულია 50 ათასი განაცხადი. ვვარაუდობთ, რომ მათი რიცხვი 100 ათას ადამიანამდე გაიზრდება. საკომპენსაციო პაკეტის ფარგლებში გადახდა დაიწყება და დამთავრდება მიმდინარე წლის ბოლომდე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

აღნიშნული დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ ინდმეწარმეებს, ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მცირე ბიზნესის სტატუსი აქვთ, ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფიქსირებულ გადასახადს იხდიან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირებს, რომლებიც იძულებული იყვნენ შეზრუდვბის გამო შეეჩერებინათ საქმიანობა.

ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია ასევე ეკუთვნით იმ თვითდასაქმებულ პირებსაც, რომლებიც შეზღუდვების გამო დაკეტილ ობიექტებზე მუშაობდნენ და დარეგისრირებული იყვნენ როგორც გადასახადის გადამხდელები.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (943)

მთავარი თემები