21:31 15 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0062
  • 100 RUB4.4937
  • USD3.2935
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (112)
351 0 0

ინვესტიციები მიზნად ისახავს ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ქსელის რეაბილიტაციას. 

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. უახლოეს წლებში ქვეყნის ენერგოსექტორში 1,3 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, ნათქვამია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) განცხადებაში.

კომისიამ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების  - სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინვესტიციები მიზნად ისახავს ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობასა და საიმედოობას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ქსელის რეაბილიტაციას. 

კომპანია „თელასი“  2021-2025 წლებში სულ 87,4 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო „ენერგო-პრო ჯორჯია“  - 424,7 მილიონ ლარს.

საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქვესადგურების, საჰაერო გადამცემი ხაზების, ენერგოგამანაწილებელი ქსელის სხვა კომპონენტების  მშენებლობას, რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას.

გარდა ამისა, კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 464,4 მილიონი ლარის ინვესტიციას გადამცემი ხაზების მშენებლობაში განახორციელებს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საქართველოს რადიაციულ უსაფრთხოებაში დაეხმარება >>

„ენგურჰესის“ ინვესტიციები 150 მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს, ხოლო „ჟინვალჰესის“ ინვესტიციები - 103 მილიონს ლარს, რომელის სადგურების რეაბილიტაციას მოხმარდება.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (112)

მთავარი თემები