18:29 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (188)
125 0 0

არსებულ მიმართულებებს შეიძლება ახალი ავიარეისებიც დაემატოს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, აცხადებენ კომპანიაში

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ავიაკომპანია Wizz Air–ი საქართველოში ფრენების ბაზის დაბრუნებას, სავარაუდოდ, 20201 წლის მარტში გეგმავს, განაცხადა უნგრული ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ანდრაშ რადომ პირველი არხის ეთერში.

რადოს თქმით, იგეგმება ქუთაისის აეროპორტიდან ყველა 40 მიმართულებით ფრენების აღდგენა, რომელსაც ავიაკომპანია პანდემიამდე ახორციელებდა. თუმცა, მისი განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებაზე. 

ამასთან, რადო არ გამორიცხავს, რომ საქართველოში საქმიანობის აღდგენის შემდეგ, შეიძლება ქუთაისიდან კიდევ რამდენიმე მიმართულება დაემატოს.

 „ჩვენ ყველა ან თავიდან მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით აღვადგენთ ფრენებს – ამ დეტალებზე მოგვიანებით შევძლებ საუბარს. ასევე განიხილება რამდენიმე ახალი მიმართულების დამატებაც. თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია“, – განაცხადა რადომ.

ადრე საქართველოში უნგრული ავიაკომპანიის საქმიანობის აღდგენის თაობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი განცხადებით, კომპანიას თავისი ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა კორონავირუსის პანდემიის გამო მოუხდა. თუმცა ახლა საქართველოში ბაზის აღდგენის საკითხს კვლავ განიხილავს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ავიაკომპანიები ოპტიმიზმით უყურებენ საქართველოში ფრენების სამომავლო პერსპექტივებსა და ტურიზმის აღდგენის შესაძლებლობებს. თუმცა, მისი თქმით, ეს ერთბაშად არ მოხდება და პროცესი ეტაპობრივი იქნება.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (188)

მთავარი თემები