საქართველოდან ექსპორტზე თითქმის 60 მილიონი დოლარის თხილი გაიტანეს

© photo: Sputnikთხილის წარმოება საქართველოში
თხილის წარმოება საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3,1 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს

თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველომ 59,3 მილიონი დოლარის ღირებულების დაახლოებით 11,3 ათასი ტონა თხილი გაიტანა ექსპორტზე, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნულ პერიოდში თხილის ექსპორტის მოცულობა 3 060 ტონით ანუ 37%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო ფულად გამოსახვაში 18,7 მილიონი დოლარით გაიზარდა (46%). ამავე პერიოდში თხილის საექსპორტო ფასი 7%-ით გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება.

2020 წელს ქართული თხილის იმპორტიორი ქვეყნების ტოპ-ათეული

ქვეყანა      თხილის ექსპორტი, ტონა
იტალია 3 320
გერმანია 3 287
ჩეხეთი 594
სომხეთი 572
რუსეთი   540
თურქეთი 530
ესპანეთი  352
პოლონეთი       320
ლიეტუვა 311
ბულგარეთი 300

 

მოსალოდნელია, 2020 წელს თხილის მოსავალი 50 ათას ტონას შეადგენს, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი - დაახლოებით 100 მილიონ დოლარს.

თხილის გადამუშავების პროცესში 30-ზე მეტი საწარმოა ჩართული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.

ყველა ახალი ამბავი
0