21:29 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (905)
78 0 0

საქართველოს რეგიონებში მოძრავი საგადასახადო სერვის-ცენტრები შეძლებენ გადასახადების გადამხდელებისა და კომპანიების დარეგისტირებას ან გაუქმებას, ასევე ცნობების მიღებას და ა.შ.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვის–ცენტრი RS CAR გადასახადის გადამხდელებს 1-28 დეკემბრის პერიოდში 27 ლოკაციაზე მოემსახურება, ნათქვამია უწყების გვერდზე.

RS CAR (მიკროავტობუსი) იმ ქალაქებსა და სოფლებს მოივლის, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრები არ არის განთავსებული. იგი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვის–ცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. 

რაც შეეხება ლოკაციებს, ესენია: ლაჩხუთი, გურჯაანი, ტყიბული, ყვარელი, ლენტეხი, ახმეტა, ხონი, მესტია, დმანისი, თეთრიწყარო, ცაგერი, მარტყოფი, დუშეთი, ყაზბეგი, ადიგენი, ვანი, ასპინძა, ბაღდათი, ნინოწმინდა, ონი, კასპი, აბაშა, ქარელი, მარტვილი, საჩხერე.

გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ შემდეგი სახის მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდით სარგებლობის მიზნით ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. შესაძლებელი იქნება ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე განცხადებების მიღება.

მოძრავი სერვის-ცენტრი ასევე შეძლებს საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, შემოსავლებისა და სხვა ცნობების გაცემას.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (905)

მთავარი თემები