ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი იზრდება

CC BY 2.0 / TANAKA Juuyoh (田中十洋) / Diospyros kakiხურმა აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება
ხურმა აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან ვაშლის, თხილისა და მანდარის პარალელურად ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიც აქტიურად ხორციელდება.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან ექსპორტზე 9 088 ტონა ხურმა და კარალიოკი გავიდა, მიღებულმა შემოსავალმა კი 4,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

უწყების ცნობით, 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 27%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 31%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. აღნიშნულ პერიოდში 3%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.

წელს ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 004 ტონა), უკრაინასა (2 931 ტონა) და სომხეთში (2 009 ტონა).

ქართული ხურმა და კარალიოკი ექსპორტზე ასევე გავიდა ბელარუსში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში. 

© Sputnik / Konstantin Ivanovინფოგრაფიკა: საქართველოს საგარეო ვაჭრობა
ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი იზრდება - Sputnik საქართველო
ინფოგრაფიკა: საქართველოს საგარეო ვაჭრობა
ყველა ახალი ამბავი
0