ქართული ვაშლის ექსპორტიდან მოგებამ 2 მლნ დოლარს გადააჭარბა

© photo: Sputnikვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში წელს ვაშლის უხვი მოსავალი იყო, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე რუსეთის ფედერაციაში გავიდა.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან, ბოლო მონაცემებით, 5 045 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 2,2 მლნ აშშ დოლარია, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

მანდარინი - Sputnik საქართველო
საქართველომ მანდარინის ექსპორტისგან თითქმის ერთი მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო 

უწყების ცნობით, 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 12-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1,9 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი.

ქართული ვაშლის ძირითადი ექსპორტიორი რუსეთია, სადაც 4 884 ტონა გავიდა. შემდეგ მოდიან ყაზახეთი, სომხეთი, სინგაპური და ჰონკონგი.

წელს საქართველოში ვაშლის უხვი მოსავალი იყო – 120 ათას ტონაზე მეტი. მისი ძირითადი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონზე მოდის.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მხარდაჭერით ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით 1 128 ჰექტარზე გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ყველა ახალი ამბავი
0