06:05 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (853)
60 0 0

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საქართველომ 2009 წლიდან საკუთარი მაჩვენებლები 11 პოზიციით გააუმჯობესა.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით საქართველომ კეთილდღეობის რეიტინგში (Prosperity Index-2020) 53-ე ადგილი დაიკავა, აღნიშნულია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ანგარიშში წარმოდგენილია მსოფლიოს 167 ქვეყნის კეთილდღეობის ინდექსი, რაც მოიცავს ქვეყანაში პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სფეროების შეფასებას.

საქართველომ უკან ჩამოიტოვა მეზობელი სახელმწიფოები – სომხეთი (55-ე ადგილი) და აზერბაიჯანი (78-ე ადგილი). კეთილდღეობის ინდექსში მოწინავე პოზიციაზე არიან დანია, ნორვეგია და შვეიცარია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, Legatum Institute-ის ყოველწლიური ანგარიშის ონლაინ–პრეზენტაციას საგანგებო სტუმრის სტატუსით გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა დაესწრო.

„დღეს საქართველო აღიარებულია სტაბილურ, უსაფრთხო ქვეყნად, რაც თავისთავად წინაპირობაა განვითარებისა და პროგრესისთვის. დღეს საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან. დიდ ბრიტანეთთან 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შეგვიქმნის სავაჭრო კავშირების გასაძლიერებლად. ჩვენ მსოფლიოში აღიარებული ვართ როგორც ლიბერალური ეკონომიკისა და თავისუფალი ვაჭრობის ერთგული ქვეყნის წარმატებული მაგალითი და ეს აღიარება რეგიონალურ მასშტაბს სცდება“, – განაცხადა ქაცარავამ. 

ანგარიშის თანახმად, საქართველომ 2009 წლიდან საკუთარი მაჩვენებლები 11 პოზიციით გააუმჯობესა.

Prosperity Index 2020 ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო – გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი დამაჯერებელი მაგალითია. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის დონე თითქმის სამი მეოთხედით შემცირდა, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობის დონე გაიზარდა დაახლოებით 6%-ით; რეალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გასამმაგდა. ეს ტრანსფორმაცია ქვეყნის ეკონომიკის თანმიმდევრული და ფრთხილი მმართველობის შედეგია, რომელმაც 2010 წლის შემდეგ ყოველწლიურად მშპ-ის თითქმის 5%-იანი ზრდა უზრუნველყო, ხოლო ქვეყანამ ადგილი დაიმკვიდრა ღია ეკონომიკის ინდექსის პირველ ათეულში, რადგან საქართველოს პროგრესი ღია ეკონომიკის ბევრ პრინციპს ეყრდნობა.

Legatum-ის ინსტიტუტის კეთილდღეობის ინდექსი (The Legatum Prosperity Index) – ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი The Legatum Institute-ის კომბინირებული მაჩვენებელია, რომელიც ქვეყნის მიღწევებს ზომავს მათი კეთილდღეობისა და აყვავების თვალსაზრისით.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (853)

მთავარი თემები