ქართული ტელეარხების სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerქართული ტელეარხების მიკროფონები
ქართული ტელეარხების მიკროფონები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკური რეკლამით მიღებული შემოსავლის ზრდა კომერციული სექტორიდან შემცირებული შემოსავლის ბალანსირებას ახდენს, აცხადებს რეგულატორი.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. შემოსავლები სატელევიზიო რეკლამიდან 2020 წლის მესამე კვარტალში 24%-ით გაიზარდა და 15,9 მილიონი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

ეს შემოსავლები მოიცავს რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს. ამასთან, სარეკლამო შემოსავლების ძირითადი ნაწილი – 87% მოდის პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 6-6 პროცენტი – სპონსორობასა და პროდუქტის განთავსებაზე.

წინასაარჩევნო სიმბოლიკა - Sputnik საქართველო
საქართველოს წამყვანმა პარტიებმა არჩევნებზე 21,6 მილიონი „გამოიმუშავეს“

მესამე კვარტალში ყველაზე მეტი შემოსავალი – 6.1 მლნ ლარი მიიღო ტელეკომპანია „იმედმა“ – 20%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 2.9 მლნ ლარის შემოსავალი აქვს, თუმცა მისი სარეკლამო შემოსავალი 22%-ით არის შემცირებული გასულ წელთან შედარებით. ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა სარეკლამო შემოსავლებში აქვთ ტელეკომპანია „TV პირველს“ და „მთავარ არხს“.

ტელეკომპანია „TV პირველის“ სარეკლამო შემოსავალი 71%-ით გაიზარდა და 1.4 მლნ ლარი შეადგინა, ასევე 1,4 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო „მთავარმა არხმა“, რომლის სარეკლამო შემოსავალი გასული წლის მესამე კვარტალში 20 ათასი ლარი იყო. ტელეკომპანია GDS-ის შემოსავალი 600 ათას ლარს შეადგენს. ტელეარხმა „ფორმულამ“ რეკლამით მიიღო 500 ათასი ლარის ოდენობის შემოსავალი.

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
რამხელა თანხა დახარჯეს პარტიებმა საარჩევნო კამპანიაზე - სახელმწიფო აუდიტის ინფორმაცია

400–400 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავლები მიიღეს PosTV-მ და Silknet-მა. 14%-ით, 320 ათასი ლარიდან 280 ათას ლარამდე შემცირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლები.

მიუხედავად პირველ და მესამე კვარტალში დაფიქსირებული ზრდისა, 2020 წლის სამ კვარტალში რეკლამებისგან შემოსავლების ვარდნა 7%-ს შეადგენს იმის გათვალისწინებით, რომ წელს სარეკლამო ბაზარი ფასიანმა პოლიტიკურმა რეკლამამ შეავსო.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, პოლიტიკური რეკლამებისგან მიღებული შემოსავლების ზრდა კომერციული სექტორიდან შემოსავლების შემცირებას აბალანსებს და წლიურ განზომილებაში სარეკლამო ბაზარზე მაღალი ვარდნა არ დაფიქსირებულა.

ყველა ახალი ამბავი
0