04:26 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (93)
45 0 0

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გერმანიაში ექსპორტირებულია 616 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. გერმანიის ქალაქ მიუნხენში ქართული ღვინის დეგუსტაცია–სემინარი გაიმართა, იუწყება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო. 

ღონისძიებას, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Aviareps-ის ორგანიზებით ჩატარდა, სასტუმრო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, ასევე გაყიდვების სფეროში მოღვაწე პირები და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ღვინის მწარმოებელი დიდი და მცირე მარნების სხვადასხვა დასახელების ღვინოები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემოშავებული „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

„გერმანია ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც ქართული ღვინის წარდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით. შედეგად – პანდემიის პირობებშიც კი ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია”, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა სხვადასხვა ფორმით მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გერმანიაში ექსპორტირებულია 616 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (93)

მთავარი თემები