06:42 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (852)
62 0 0

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე შეთანხმება გაფორმდა, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.

შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა.

პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს 170.8 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიმართული იქნება ბიუჯეტში.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის სტაბილურ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. იგი მოიცავს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს პანდემიით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური გავლენების შემსუბუქებას, აგრეთვე ეკონომიკური ზრდისთვის სტაბილური გზების მოძიებას.

რეფორმები გათვლილია სამ ძირითად მიმართულებაზე: COVID-19-ით გამოწველი კრიზისის შედეგად გაზრდილი ფისკალური რისკების მართვის გაძლიერება, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შიდა ბაზრის განვითარება, სოციალური დაცვის პროგრამებისა და ფისკალური მდგრადობის გამტკიცება.

„აღსანიშნავია, რომ ADB-სთან ხელმოწერილი შეთანხმება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა“, – აღნიშნულია ფინასთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს ერთი წლის ვადით აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ვირტუალურ ფორმატში გამართულ აზიის განვითარების ბანკის (ADB) რიგით 53-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში.

ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა>>

როგორც მაშინ მაჭავარიანმა აღნიშნა, ბანკმა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ გამოყო 20 მილიარდი აშშ დოლარი, რამაც ბანკის წევრ ქვეყნებს საშუალება მისცა ფინანსური რესურსი გამოეყენებინათ როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მხარდაჭერისა და კერძო სექტორის სტიმულირებისთვის.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (852)

მთავარი თემები