რა შემთხვევაში იტყვის უარს საქართველო რუსული ხორბლის იმპორტზე

© photo: Sputnik / Egor Eremov / გადასვლა მედიაბანკშიმარცვლელულის მოსავლის აღება
მარცვლელულის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ხორბლის იმპორტის 90% რუსეთზე მოდის, რაც დაახლოებით ნახევარ მილიონ ტონა მარცვლეულს აღწევს

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. თუ რუსეთი ხორბალსა და ფქვილზე კვოტებს დააწესებს, ქართველი იმპორტიორები სხვა ბაზრებზე გადაერთვებიან, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ერთი წლის განმავლობაში საქართველო მოიხმარს 500-700 ათას ტონა ხორბალს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან შემოაქვს. რუსეთზე ხორბლის იმპორტის 90% მოდის. საქართველოს ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ რუსული ხორბლის ფასი დღეს საქართველოსთვის ყველაზე მისაღებია.

პურფუნთუშეული - Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილი: „პურზე ფასის მომატების საფუძველი არ გვაქვს"

„ჩვენ შემთხვევაში დამოკიდებულება რუსეთზე არის პრაგმატული, კონკრეტული იმპორტიორი კომპანიების გადასაწყვეტი იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ დღეს ყველაზე კონკურენტუნარიანი იაფი ფასები შედარებით ხარისხიან პროდუქტზე. თუ ეს ასე არ იქნება, ადგილობრივი იმპორტიორები გადაეწყობიან ალტერნატიულ ბაზრებზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.

რუსული მასმედიის ინფორმაციით, ერთი ტონა ხორბლის ფასი დღეს 213 დოლარია. რუსი ექსპერტების პროგნოზით, ფასი შეიძლება 12-13 დოლარით გაიზარდოს.

ხორბალი სხვა ქვეყნებშიც ძვირდება. უკრაინული ხორბალი ექვსი დოლარით გაძვირდა. ახლა კი ერთი ტონა პროდუქცია 207,5 დოლარი ღირს. ფრანგული ხორბალი რვა დოლარით გაძვირდა და მისი ღირებულება 227 დოლარს შეადგენს, ამერიკული ხორბალი გაძვირდა შვიდი დოლარით და 247 დოლარი ღირს.

2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 49,4 მილიონი დოლარის ღირებულების 222 840 ტონა ხორბალი შეისყიდა.

ყველა ახალი ამბავი
0