08:44 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (831)
38 0 0

2015-2018 წლების მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამებზე ბიზნეს-იდეების მიღება დაასრულა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 5–18 ოქტომბრის პერიოდში სულ 26 307 განაცხადი შევიდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს. ასევე მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე ახალი ბიზნეს-პროექტის შემთხვევაში. 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ პასუხს ელექტრონული ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით 15 ნოემბრამდე მიიღებენ.  

„წელს ბიზნეს-იდეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. პირველ რიგში მსურს დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო ყველა მეწარმეს“, – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი ამჟამად 40 მილიონი ლარია, ხოლო ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 30 ათას ლარამდეა გაზრდილი.

ის, რაც უნდა იცოდეს ბიზნესმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების შესახებ>>>

პროგრამა მოიცავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.

პროგრამაში გამარჯვებული მეწარმის თანამონაწილეობის თანხის მოცულობა 20%-ის ნაცვლად წელს 10% იქნება, მაღალმთიან რაიონებში კი 5%, გარდა ამისა, პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისი დაემატა. 

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. 2015-2018 წლების მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 6212 პროექტი, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 61 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (831)

მთავარი თემები