01:06 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (181)
82 0 0

ავიაკომპანიები როდიდან და კვირაში რამდენჯერ განახორციელებენ რეისებს, მათ ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო ევროპის ქვეყნებთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენას ეტაპობრივად დაიწყებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

თურნავას თქმით, უკვე გამოიცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს.

„ტრადიციული მიმართულებები, როგორებიცაა მიუნხენი, პარიზი, რიგა, აქ ჩვენ შევთავაზეთ იმ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან ამ მიმართულებებს, გაზარდონ სიხშირეები. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, მაგალითად, ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვოლნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი – ამ მიმართულებით რეგულარული ფრენები შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აქამდე ასრულებდნენ რეისებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება იმას, თუ როდიდან და რამდენჯერ იფრენენ კვირაში ავიაკომპანიები, თურნავას თქმით, ეს დამოკიდებულია თვითონ ავიაკომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ბევრ მათგანს რთული პერიოდი უდგას.

საქართველოში ჩამომსვლელთათვის კარანტინის წესები შეიცვლება>>

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და, იშვიათი შემთხვევების გარდა, შეწყვიტა ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით. რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლებამ 1 ნოემბრამდე გააგრძელა. შეზღუდვები არ ეხება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებს, რომლებიც ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის. ოქტომბრის დასაწყისში რეგულარული რეისები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით განაახლა ასევე Wizzair-მა.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (181)

მთავარი თემები