03:07 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (158)
42 0 0

მარწყვის პლანტაცია, რომელიც სოფელ თოკში მდებარეობს, ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორების შესაბამისადაა მოწყობილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში მარწყვის პლანტაცია გაშენდა, იუწყება ქართული მედია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „თოკის აგროპროდუქტების" მეურნეობაში მარწყვის პლანტაციაში აგროტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მარწყვის პლანტაცია, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკში, ზღვის დონიდან 1 640 მეტრზე მდებარეობს, ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორების შესაბამისადაა მოწყობილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

გიორგი ხანიშვილმა განმარტა, რომ მიმდინარე წელი უხვი მოსავლით გამოირჩევა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის პანდემიის პირობებშიც კი საქართველოში არ შეჩერებულა ფერმერების ხელშეწყობა. კომპანიას მარწყვის პლანტაცია 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული; დამატებით მიმდინარეობს 1 ჰა-ზე ახალი პლანტაციის გაშენება. განხორციელებულმა ინვესტიციამ 500 ათასი ლარი შეადგინა. მათ შორის 65 ათასი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია“, - განაცხადა ხანიშვილმა.

უწყებაში განმარტავენ, რომ მარწყვის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ბენეფიციარია. კომპანია მუდმივად ხუთ, სეზონურად კი 30-მდე ადამიანს ასაქმებს. საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 25 ტონამდე მარწყვი შეადგინა. კომპანია სანერგე მეურნეობასაც ფლობს, სადაც მარწყვის 50-მდე სხვადასხვა ჯიშია დაცული.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (158)

მთავარი თემები