12:00 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2231)
75 0 0

რეგულარული ავიარეისების აღდგენა საქართველოში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს, მიიჩნევს პრემიერი.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ოქტომბრის ბოლოდან საქართველო ევროპის ქვეყნებთან რეგულარული ავიამიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენას შეუდგება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ამჟამად საქართველოდან რეგულარული რეისები (კვირაში ერთხელ) სრულდება პარიზში, მიუნხენსა და რიგაში.

„პირველი ნაბიჯი იქნება ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. ეს გახლავთ საფრანგეთის, პარიზისა და მიუნხენის მიმართულებით, პირველი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებებზე რეისების დამატება“, – განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში და ასევე „ეკონომიკას მისცემს ცოტა მეტ ჟანგბადს“.

„ამასთან, ნოემბერში ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად პირდაპირი რეისები გაიხსნება ევროპის მიმართულებით როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან“, – განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და, იშვიათი შემთხვევების გარდა, შეწყვიტა ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით. რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლებამ 1 ნოემბრამდე გააგრძელა. შეზღუდვები არ ეხება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებს, რომლებიც ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის. ოქტომბრის დასაწყისში რეგულარული რეისები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით განაახლა ასევე Wizzair-მა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2231)

მთავარი თემები