რამდენ ადამიანს დაერიცხა სახელმწიფო დახმარება

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები ქუჩაში
ადამიანები ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფომ გადაწყვიტა დახმარებოდა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, ან შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. სახელმწიფოს 200-ლარიანი დახმარება 161 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, 300-ლარიანი დახმარება კი 249 ათასამდე პირს დაერიცხა, იუწყება „პირველი არხი“.

საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი დამტკიცებულია: როგორ გადანაწილდა თანხები>>

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისა და თვითდასაქმებული პირებისთვის დახმარების მიზნით 200 და 300 ლარიანი კომპენსაციები ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დააწესა.

ქალაქის ქუჩები - Sputnik საქართველო
უცხოეთში სეზონურად დასაქმებულები მთავრობისგან დახმარებას მიიღებენ: ვის რამდენი ერგება

კერძოდ, 200-ლარიან სახელმწიფო დახმარებას იღებს ის პირი, რომელიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან ერთი თვე მაინც, იღებდა ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან არ იღებს ხელფასს. აღნიშნული პროგრამა 6 თვეს მოიცავს, კერძოდ, მაისში დაიწყო და ოქტომბერში სრულდება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 200-ლარიანი დახმარება 161 905 ბენეფიციარმა მიიღო. სულ დაირიცხა 106 288 400 ლარი.

რაც შეეხება 300-ლარიან კომპენსაციას, მისი ერთჯერადად მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ კერძო მეწარმეებს, რომლებიც მცირე ბიზნესის სტატუსს ფლობენ; ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფიქსირებულ დასაბეგრ საქმიანობას ეწევიან; მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს; ინდივიდუალურ მეწარმეებს. ჩამოთვლილი პირებისთვის კომპენსაციის მისაღებად შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ იყო საჭირო.

მორიგი დახმარება COVID-19–თან ბრძოლისთვის: ევროკავშირთან ორ შეთანხმებას მოეწერა ხელი>>

ბოლო მონაცემებით, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება სულ 248 823 პირს დაერიცხა, საერთო ჯამში – 74 646 800 ლარი.

სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომლებმაც COVID-19-ის პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს, 15 მაისს დაიწყო და 1 აგვისტოს დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0