რაჭაში რთველი აქტიურად დაიწყო – უკვე 600 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

© photo: Sputnik / Stringerრთველი რაჭაში
რთველი რაჭაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია და მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს 12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 600 ტონამდე „ალექსანდროული“ და „მუჯურეთულია“ გადამუშავებული.

რთველი რაჭაში - Sputnik საქართველო
რაჭა რთვლისთვის ემზადება – ამბროლაურში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

უწყების ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.

წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ყურძნის ჯიშების უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, უხვი მოსავლისა და COVID-19-ის პანდემიის ფონზე მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
ღვინის ეროვნული საგენტო: კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია

ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში და ქალაქ ამბროლაურში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.

რაც შეეხება კახეთს, აქ რთველი დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელი მონაცემებით, გადამუშავებულია 267 ათას ტონამდე ყურძენი.

კახეთში მიმდინარე წელს COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0