ნათია თურნავა მეფრინველეობის ახალი კომპლექსის გასხნას დაესწრო

© photo : "Arda", Nikoloz Mchedlishvili / FBმეფრინველეობის ფერმა გარდაბანში
მეფრინველეობის ფერმა გარდაბანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის ამოცანაა, უფრო გაიზარდოს საქართველოს ბაზრის თვითუზრუნველყოფა და ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტზე, ხოლო ჩვენი პროდუქცია ექსპორტზეც გავიტანოთ, აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა

თბილისი, 10 ოქტომბერი - sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სოფლის მეურნების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან ერთად მეფრინველეობის ახალი კომპლექსის „სართიჭალა 3“ გახსნას დაესწრო.

„სართიჭალა 3“ კომპანია „ჩირინას“ ახალი საწარმოა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ და „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარია.

ატმის მოსავლის აღება კახეთში - Sputnik საქართველო
შეღავათიანი აგროკრედიტი: ცვლილებები და სარგებლობის პირობები

აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა.

კომპლექსის ფარგლებში „ჩირინა“ ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას დაიწყებს. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 35 მილიონი ლარია. კომპლექსი 14 ფერმერული სახლისგან შედგება, სადაც 50 ადამიანი დასაქმდება.

ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას კომპანიის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ახალი საწარმოს შექმნა მიულოცა.

„კომპლექსის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ზოგადად და მით უმეტეს, ისეთი გლობალური გამოწვევის პირობებში, როგორიც პანდემიაა. მთავრობის ამოცანაა, მეტად გაიზარდოს საქართველოს ბაზრის თვითუზრუნველყოფა. ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე და ჩვენი პროდუქცია ექსპორტზეც გავიტანოთ“, - აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის სამინიტროს ინფორმაციით, კომპანია „ჩირინა“ 2010 წელს დაარსდა. 2013 წელს კი პროდუქციის ბაზარზე გაშვების დღიდან ლიდერი კომპანიის პოზიციას იკავებს.

ხეხილის ბაღები - Sputnik საქართველო
საქართველოში ფერმერთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა

ბოლო წლების განმავლობაში „ჩირინა“ ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას, რის შედეგადაც იმპორტირებული, გაყინული ფრინველის ხორცი ადგილობრივად წარმოებული ხორცით ჩანაცვლდა.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. 

პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ითვალისწინებს მიზნობრივ კრედიტებს დაბალი ტარიფით ფერმერების დასახმარებლად.

ყველა ახალი ამბავი
0