21:25 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
118 0 0

ქვრივიშვილის განცხადებით, უწყება ეცდება პროექტის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას და მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვას, რათა განმტკიცდეს ეკონომიკა და კერძო სექტორი.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში 27 აგვისტოდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში რეგისტრაცია მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 800-მა მოქალაქემ გაიარა, განაცხადა ჟურნალისტებთან ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, ახალი ზელანდიისა და კანადის 83 მოქალაქე პროექტის ფარგლებში საქართველოში უკვე ჩამოვიდა. სტუმრების შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმია საშუალო ყოველთვიური მინიმალური შემოსავალი – 2 ათასი დოლარი. 

მიღებული აპლიკაციების კატეგორიების განაწილება შემდეგნაირია: 53% თვითდასაქმებული, 28% – სრულ განაკვეთზე დასაქმებული, ხოლო 19% – მეწარმე.

ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც ყველაზე მეტი განცხადება შემოვიდა, მოხვდნენ: რუსეთი – 28%, აშშ – 18%, ბელარუსი – 6%, დიდი ბრიტანეთი – 5%, უკრაინა – 5%.

მიღებული განცხადებებიდან უკვე დადასტურებულია 350-მდე დაინტერესებული პირის აპლიკაცია. არ დაკმაყოფილდა 80-მდე აპლიკაცია.

„იმუშავე საქართველოდან“ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსი პანდემიის დროს ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირებისა და წახალისების მიზნით შეიმუშავა. პროექტი საერთაშორისო მედიაში დადებითად შეფასდა, სტატიები პროექტის Worked from Georgia შესახებ მომზადდა ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორიცაა New York Times, Forbes, Insider“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უწყება ეცდება პროექტის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას და მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვას, რათა განმტკიცდეს ეკონომიკა და კერძო სექტორი.

პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები https://stopcov.ge/-ზე წინასწარ სპეციალურ ფორმას ავსებენ და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს.

მთავარი თემები